29/09/2021
11:15
სხვადასხვა
“დღეს დავესწარი საკმაოდ საინტერესო კვლევის “არჩევნები და საინფორმაციო ველის კვლევა, როდესაც დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის იარაღია” პრეზენტაციას, რომელიც გია აბაშიძემ წარმოადგინა.
მრავალი მიმართულებიდან ძალიან საინტერესო იყო ნაცებისა და მათი მხარდამჭერი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან უკვე დაწყებული თავდასხმები ცესკოზე, რომელიც ნელ-ნელა ძალაში შედის და ცხადია პიკს არჩევნების შემდეგ დღეებში მიაღწევს. არასანდო ცესკო და მისი ახალი თავმჯდომარე. ე.წ. ალტერნატიული ცესკოს მეტი სანდოობა. აღქმები და ვარაუდები მოსალოდნელ გაყალბებაზე.
აღქმები ნეპოტიზმით და დარღვევებით კომისიების დაკომპლექტებისას. მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ცესკოს საინიციატივო ჯგუფში.
მასობრივად “მკვდარი სულები” სააჩევნო სიაში.
ელექტორატის სავარაუდო “მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა”.
არჩევნების გადადების (ხანმოკლე) საჭიროება ეპიდვითარების გამო.
ეს თავდასხმა ბუნებრივია ინიცირებულია ნაცმოძრაობის მხრიდან და ყველანაირად ცდილობენ როგორც ქართველ ამომრჩეველში, ასევე დასავლეთის თვალში შექმნან ე.წ. აპოკალიფტური სურათი და “იბრძოლონ” ორი გეგმის მიხედვით.
ა) მოახდინონ ხელისუფლების დამხობა არჩევნების გაყალბების საბაბით.
ბ) დასავლეთის ზეწოლის მეშვეობით დანინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არ ერიდებან ისეთ მარტივ თაღლითობებს, როგორიცაა ე.წ. ალტერნატიული ცესკოს ინტერნეტ-გვერდის შექმნა
ნამდვილი ცესკოს სახელით, ოღონდ gfov.ge-ს ნაცვლად org.ge (adidasi – adibasi-ს მსგავსად), ან პენსიაზე გასული ყოფილი დიპლომატების წერილები, რომლებსაც სავარაუდოდ დომინოს თამაშისას დააწერინებენ.
კვლევაში კიდევ მრავალი საინტერესო პუნქტია და ხელისუფლებას მათი გაცნობა და მზადყოფნა მართებს, რადგანაც ამ არამზადებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ შორის “მსხვერპლის შეწირვის” სცენარი, რომელიც მათ ყოველთვის მარაგში აქვთ”.
0
0