13/12/2021
16:55
საზოგადოება
ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვა, ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის კი მასპინძლებს მადლობა გადაუხადა.
გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, გია ედილაშვილმა და უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ გადასცეს.
აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ძიუდოს ტურნირი 2009 წელს, მისი მწვრთნელის, შერმადინ დადვანის ინიციატივით დაარსდა; საბა ბავშვობიდან ჭიდაობა ძიუდოთი იყო გატაცებული და ამავე დარბაზში ვარჯიშობდა. საბა დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
2019 წელს, ქუჩას ტანძიაში, სადაც საბა გაიზარდა, მისი სახელი მიენიჭა.
0
0