08/04/2024
12:25
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად, კერძო ქართული კომპანიის მიწოდებით ხორციელდება - განუცხადა აფხაზურ პორტალს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ენგურჰესმა მუშაობა სადგურის სადერივაციო გვირაბში კედლის დაზიანების გამო შეაჩერა.
მებონიუსის თქმით, სადგურის თანამშრომლები სამ ცვლაში მუშაობენ, სადგურის ამოქმედება კი 15 აპრილისთვის იგეგმება.
„ცოტა მოითმინეთ“, - განუცხადა ენგურჰესის ხელმძღვანელმა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთათვის ელექტროენერგია დღე-ღამეში ექვსი საათია გამორთულია.
მებონიამ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება ელექტროენერგია ენგურჰესის ენერგიაზე 6-7-ჯერ ძვირად.
„აპრილში ამ მოცულობის ელექტროენერგია უნდა დაუბრუნდეს (კერძო კომპანიას)“, - აღნიშნა მან.
ენგურჰესის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთში შეზღუდვები შესაძლოა გაგრძელდეს, „მაგრამ არა იმავე ზომით“, ამბობს მებონია.
„სიტუაცია ადვილი არ არის. ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელ ელექტროენერგიას აფხაზური მხარე იღებს. ფინანსური შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადგური განზრახ გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, რომ სადგურმა იმუშაოს, ფული მიიღოს, ხელფასები გაიცეს, საოპერაციო ხარჯები დაფაროს“, - განაცხადა მან.
მებონიამ დასძინა, რომ ამჟამად რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამას საქართველოს ელექტროსისტემის მონაცემები მოწმობს.
0
0