31/03/2022
11:25
კონფლიქტები
მისივე თქმით, „დამოუკიდებლობის“ მოსაპოვებლად, აფხაზმა ხალხმა დიდი ფასი გადაიხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი „კონსტიტუცია“, კანონმდებლობა არ იძლევა ამის [რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების] საშუალებას. არც საზოგადოებაში არსებობს მსგავსი განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ „დამოუკიდებლობისთვის“, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში, არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია თუ სოციალური მოძრაობა, რომელიც „დამოუკიდებლობაზე“ უარს იტყვის“, - აღნიშნა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
სერგეი შამბას განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებების გათვალისწინებით, აფხაზეთმა თავის „მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორთან“ - რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკის, უსაფრთხოების სფეროსა თუ სხვა დანარჩენი მიმართულებით უნდა განავითაროს.
„მანამდეც ცხადი იყო და დღეს, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ურთიერთობების მშენებლობების ზღურბლზე ვართ, იმ დროს, როცა გლობალურად ასეთი რესტრუქტურიზაცია ხდება, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მომავლისთვის ერთობლივი პროექტები ეკონომიკის, უსაფრთხოების სფეროსა თუ ყველა სხვა მიმართულებით, უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
იგი ასევე „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ აღნიშნული რეგიონისათვის რუსეთთან შეერთება „მათი ეროვნული ხვედრია“, რომლის მისაღწევადაც „სამხრეთ ოსეთი“ „სამართლებრივ ნაბიჯებს“ მალე გადადგამს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ საკითხს დღის წესრიგში აყენებენ. რეფერენდუმი არაერთხელ ჩაატარეს, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება კი, არის მათი ისტორიული ხვედრი, ეროვნული ოცნება. შესაბამისად, ამაში გასაკვირიც არაფერია. ჩვენ მხოლოდ მხარი დავუჭირეთ ძმური, „სამხრეთ ოსეთის“ მსგავს მისწრაფებებს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.
0
0