07/03/2023
12:14
მედიცინა
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.
როგორც მინისტრი განმარტავს, კვლავ ძალაშია სამინისტროს შეთავაზება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩაერთოს.
„არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავთ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეთავაზება ძალაშია",- აღნიშნავს მინისტრი.
ცნობისთვის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა,, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024