26/08/2022
20:36
მედიცინა
კოლონის, მანჰაიმის, და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლის პირველადი მიღება ტვინის ნეირონების მორფოლოგიას სამუდამოდ ცვლის. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლი სინაფსების აგებულებასა (ნეირონების შემაკავშირებელი ადგილი) და ნეირონებში მიტოქონდრიის (უჯრედების ენერგიის წყარო) აქტივობას ცვლის.
ბუზებზე დაკვირების შედეგად, პროფესორმა ჰენრიკ შოლცმა თავის ჯგუფთან ერთად გამოავლინა, რომ ალკოჰოლის პირველი მიღების შემდეგ, ალკოჰოლის დამაკმაყოფილებელი გავლენა მცირდება. ადამიანის ორგანიზმი მეტ ალკოჰოლს მოითხოვს, რომ ისე დაკმაყოფილდეს, როგორც პირველად მისი გასინჯვის დროს. ეს კვლევა ხსნის როგორ შეიძლება გახდეს ერთი ადრეული, ერთი შეხედვით უწყინარი თინეიჯერული ექსპერიმენტი ალკოჰოლიზმის შესავალი.
ალკოლის ზეგავლენის შესახებ ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი ჰიპოკამპუსზე - ჩვენი ტვინის კონტროლის ცენტრზე - არის კონცენტრირებული. ცოტა თუ ვიცით იმის თაობაზე, რა ხდება ნერვულ დონეზე მისი მიღებისას ან გასინჯვისას.
“ჩვენ ეთანოლზე (ალკოჰოლის სახეობა, მარტივად ალკოჰოლი) დამოკიდებული მოლეკულური… უჯრედული, და ქცევითი ცვლილებები შევისწავლეთ,” - ამბობს პროფესორი შოლცი.
მათი ჰიპოთეზის თანახმად, როგორც პირველი გაკვეთილის შემდეგ მისი მოგონება გვიჩნდება, ალკოჰოლის პირველი მიღებაც “დაამახსოვრდებოდა” ტვინს და დადებით ასოციაციას შეიქმნიდა.
ბუზებზე ექსპერიმენტისას, მათი ნერვული სისტემის ორ სფეროს დააკირდნენ - მიტოქონდრიულ დინამიკას (რათა მიტოქონდრიებმა ნეირონებს ოპტიმალურად მიაწოდონ ენერგია, მათ უნდა იმოძრავონ) და ორ უჯრედს შორის სინაფსების ერთიანობას. უჯრედებში, რომლებშიც ალკჰოლი შეუშვეს, მიტოქონდრიების მოძრაობა შეფერხდა და სინაფსების ქიმიური ექვილიბრიუმი დაირღვა. რაც შეეხება ქცევას, თაგვებსა და ბუზებში ალკოჰოლის გაზრდილი მიღება და ალკოჰოლური რეციდივი აღინიშნებოდა.
ზემოთ ხსენებული ნეირონების მორფოლოგიური გარდაქმნა სწავლისა და მეხსიერების საფუძველს წარმოადგენს. ნეიროელასტიურობა, ნეირონების მორფოლოგიაზე დაფუძნებული ტვინის უნარი შეიცვალოს ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ნათელს ჰფენს - ნეიროპლასტიურობა ისე გვეხმარება ასოციაციური მეხსიერების ჩამოყალიბებასა და ნარკოტიკებით გამოწვეული ექსაზის შეგრძნებაში, როგორც შემეცნებასა და ახლის ათვისებაში. ნეიროპლასტიურობა კი ყველაზე მეტად ახალგაზრდა ტვინს გააჩნია - 25 წლის შემდეგ ტვინის ეს უნარი ქვეითდება და საბოლოოდ ქრება. აქედან გამომდინარე, თუ იცვლება ნეირონების მორფოლოგია, მაშინ იცვლება ჩვენი მეხსიერებაც და ასოციაციებიც. რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მიიღებს ახალგაზრდა, ვის ტვინსაც ზრდა ჯერ არ დაუსრულებია, მით უფრო ბევრი უარყოფითი გარაქმნის პროცესი წარიმართება მის ნეიროელასტიურ ტვინში.
შესწავლილიი ორი მექანიზმი მკვლევრებს ეხმარება ახსნან თუ რატომ არის ალკოჰოლის ადრეული მიღება ზრდასრულ ცხოვრებაში ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკ-ფაქტორი.
კვლევა მეცნიერულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
წყარო: Medical Xpress
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0