27/07/2024
15:39
სამართალი
ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
ასევე, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოტოციკლეტისა და მოპედის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.
0
0