93 წლის მამაკაცს გარდაცვალების შემდეგ მეუღლის დატოვება არ სურდა და მისი მკვლელობა სცადა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა
01/11/2024
11:20
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 93 წლის მამაკაცს გარდაცვალების შემდეგ მეუღლის დატოვება არ სურდა და მისი დახრჩობა სცადა. ინფორმაციას NBC15News-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, 911-ზე ოჯახური ძალადობის შესახებ სატელეფონო ზარი შევიდა, საიდანაც ისმოდა მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობდა - "შეგიძლია, ჩემთან ერთად მოკვდე".
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს სახლის ეზოში დახვდათ ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა და მკლავზე სისხლდენა ჰქონდა. პოლიციამ მოძალადე მამაკაცი სახლში იპოვა.
სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მამაკაცის წინააღმდეგ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო.
0
0
124
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%