14/05/2023
17:56
სპორტი
ლა ლიგის 34-ე ტურში "ვალენსიამ" გასვლაზე "სელტა" 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მე-7 წუთზე გიორგი მამარდაშვილის დაწყებულ შეტევას ჯასტინ კლუივერტის გოლი მოჰყვა და "ღამურები" დაწინაურდნენ.
გაშვებული გოლის შემდეგ "სელტა" გააქტიურდა, 22-ე წუთზე კარლეს პერესის შორეული დარტყმა "მამარდამ" მოიგერია.
მეორე ტაიმი ვიგოელთა უპირატესობით წარიმართა, 50-ე წუთზე ჰარის სეფეროვიჩმა კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა, თუმცა "ვალენსია" კვლავ ქართველმა მეკარემ გადაარჩინა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მე-60 წუთზე ბელტრანის ჩაწოდებულ კუთხურს სეფეროვიჩის უზადო თავური დარტყმა მოჰყვა და მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.
88-ე წუთზე დიმიტრი ფულკიეს პასით "ღამურების" 21 წლის ნახევარმცველმა ალბერტო მარიმ ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, "ვალენსია" 37 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო მატჩს 21 მაისს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024