09/09/2022
13:51
სამართალი
63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია.
„დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც გაურკვევლობაშია“, - განაცხადა ჯეირანაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდებული მიმალვაში არ ყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
გამოძიების ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მეხუთე კლასელი გოგონა, ავტომანქანით დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით წაიყვანა და მასზე ძალადობა სწორედ იქ სცადა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა მეზობელ მამაკაც „იცნობდა და ენდობოდა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
0
0