14/05/2023
23:12
სპორტი
6 მედალი და ისტორიული შედეგი - ქართველი კუდოისტების წარმატება მსოფლიოზე: პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქართველმა კუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კუდოს ფედერაცია ავრცელებს:
"6 მედალი და ისტორიული შედეგი;
🇯🇵📍ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია;
🇬🇪🥇პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ. საბამ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ჩარხჩიანი დაამარცხა. სედრაკ კარაპეტიანმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო;
🇬🇪🥋პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
🇬🇪🥉ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია;
🇬🇪🥋საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა;
🏆🥋ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.
🇬🇪🥇საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.)
🇬🇪🥇სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260)
🇬🇪🥈მარი ნანავამ (U16, 53 კგ.)
🇬🇪🥈ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.)
🇬🇪🥉რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.)
🇬🇪🥉დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) - აღნიშნულია კუდოს ფედერაციის გვერდზე.
0
0