04/08/2023
22:50
სპორტი
საქართველოს U20 და U23 ძალოსანთა ნაკრები ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 51 მედლით დაბრუნდა.
ტრიუმფატორებს აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით გახსნეს და საქართველოს ჰიმნით დახურეს.
ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა საერთო ჯამში 51 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერები გახდნენ.
U23 გუნდური პირველი ადგილი
U20 გუნდური მეორე ადგილი
U20 გოგონები პირველი ადგილი
გოგონათა ნაკრებიდან - მარიამ მურღვლიანმა და ნათია გადელიამ ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. ჩემპიონატზე მოასპარეზე სამივე გოგონამ ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, პირველად მოხდა, რომ საქართველოს გოგონათა ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერი გახდა.
მარიამ მაისურაძე - 2 ოქრო
მარიამ მურღვლიანი - 3 ოქრო
ნათია გადელია - 3 ოქრო
ასევე ბრწყინვალედ იასპარეზეს 23 წლამდელებმაც. ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა არავის დაუთმეს.
ძალოსნებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს!
გურამ გიორბელიძე - 3 ოქრო
ზაზა ლომთაძე - 2 ოქრო
თორნიკე ტაბატაძე 1 ვერცხლი 2 ოქრო
მიხეილ ადამია - 3 ბრინჯაო
ბაჩუკი შამილიშვილი - 3 ბრინჯაო
კახი ასანიძე - 3 ვერცხლი
არჩილ მალაყმაძე - 3 ბრინჯაო
ირაკლი გობეჯიშვილი = 3 ვერცხლი
აკაკი ტალახაძე - 1 ბრინჯაო
U23 - ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
U23 ნაკრების მწვრთნელი გია ცირეკიძე
ასევე ბრწყინვალედ იასპარეზეს იუნიორებმაც.
U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 7 ოქროს, 8 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბა ასანიძე - 3 ოქრო
გიორგი კირვალიძე - 1 ბრინჯაო 2 ოქრო
გურამ ვეკუა - 3 ვერცხლი
გერვასი თაბაგარი - 1 ბრინჯაო 2 ოქრო
თორნიკე ლომთაძე - 1 ვერცხლი
ნიკა ესართია - 1 ვერცხლი
გიგა ოდიკაძე - 1 ვერცხლი
გიორგი ხარაზიშვილი - 1 ბრინჯაო
ზურაბ მსხალაძე - 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი
0
0