28/01/2022
11:01
საზოგადოება
“ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ისეთი აღშფოთებით საუბრობენ ოპოზიციაზე, ვითომ თავად არ ქმნიან იმ დღის წესრიგს, რაც ივანიშვილის გამარჯვებებში ეხმარება.
ოპოზიციის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სამსახურების სარედაქციო პოლიტიკას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი იმ ტოქსიკური დღის წესრიგის შექმნაში, რაც ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენას უზრუნველყოფს.
როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართ არ არსებობს ნდობა, ზუსტად ისე არ არსებობს ნდობა ოპოზიციური მედიის მიმართ.
საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას შეხედეთ, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და საკუთარ “ვიორსტკას” დააკვირდით.
ჩვენ, ევროპულ საქართველოს ჩვენი პრობლემა გვაქვს, 5 წლის წინ უნდა ჩაგხსნოდით, როცა ნათელი გახდა საითაც მიექანებით და კომუნიკაციის დამოუკიდებელი მედიუმები შეგვექმნა – სამწუხაროდ, დავაგვიანეთ – ჩვენი ბრალიცაა ამის საშუალება რომ მოგეცით, მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ.
თქვენ რას გამოასწორებთ ეგ არ ვიცი – უბრალოდ, ოპოზიციიისკენ თითის შვერა სასაცილოა.
0
0