03/03/2022
15:38
კონფლიქტები
ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება იწყება. მისივე თქმით, უწყება გამოძიებას 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე იწყებს.
0
0