04/03/2024
00:14
კულტურა
რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ვეფხისტყაოსანზე“ ისაუბრა, რომლის სპექტაკლად ქცევასაც დიდი ხანია ფიქრობს.
„30 წელია „ვეფხისტყაოსანზე“ ვმუშაობ. ის გენიალური პოეზია უნდა გადავიტანო სცენაზე. თქვენ უნდა ნახოთ რაღაც ადეკვატური იმ გენიალური კაცის პოეზიის, რომელიც ამ პოემაშია. შეიძლება დავდგა, შეიძლება არა. თუ დავდგამ, ვიცი სასაკლაოზე მივდივარ, ყველა მომკლავს. თუ დავდგამ, რასაკვირველია დაგემშვიდობებით ყველას - დამკლავენ, ჩამქოლავენ, რადგან ყველას თავისი „ვეფხისტყაოსანი“ აქვს. ყველას ჰგონია, რომ მოვლენ რუსთაველის თეატრში და ნახავენ ზიჩის, ან ქობულაძის ილუსტრაციებს. აქ იქნება რუსთაველის თეატრის ვერსია. თუ კითხულობ „ვეფხისტყაოსანს“, იქ იბადება შენთვის სახიერი ხდება პოემა. პირველი ვერსია რომ გავაკეთე, ეს იყო სადღაც გასულ საუკუნეში, 2000 წელს ვუახლოვდებოდით. ყველაფერი მქონდა კომპიუტერში, მაშინ კომპიუტერი ძვირი და იშვიათი იყო და მომპარეს. ზღვაზე ვისვენებდი“, - აღნიშნა რეჟისორმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024