14/01/2025
17:14
პოლიტიკა
საქართველომ შესაძლოა თავისი ადგილი დაიკავოს სამხრეთ კავკასიაში „3+3“ ფორმატში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2024 წლის რუსული დიპლომატიის შედეგებზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი [აზერბაიჯანის] პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივას და [თურქეთის] პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე მხარი დაუჭირა „3+3“ მექანიზმის შექმნას - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი. საქართველო; რუსეთი, თურქეთი, ირანი. პირველი კონტაქტები უკვე შედგა, ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, - განაცხადა ლავროვმა.
0
0