20/11/2024
23:53
პოლიტიკა
25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ, ასე რომ, მთელი ის სისულელე, რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტს, თუ პარლამენტის წევრებს, რომელთაც შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, ამას შეუძლია, შეაჩეროს ან შეაფერხოს უფლებამოსილების ცნობა, არის, ან უბრალოდ გაუნათლებლობა, ან მავნებლობა, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების მარეგულირებელი ნორმის და ამის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების გასაჩივრება რამენაირად აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 დღეა განხილვის ვადა, რომელიც შეიძლება კიდევ 30 დღე გაგრძელდეს, 30 დღე არჩევნების შემდეგ ისედაც გაჩერებულია. გგონიათ შეიძლება, არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც 100 დღე პარლამენტს აჩერებს? მაშინ ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმაზე შეიტანდა საჩივარს და ვიქნებოდით ასე გაჩერებულები. პარლამენტი ვერ მიიღებდა ბიუჯეტს და ვერაფერს. აბსურდია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0