21/01/2023
01:35
მედიცინა
ოჯახის ინფორმაციით, ოპერაციის დროს 22 წლის გოგოს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. გოგონას მეუღლის თქმით, ქალს ოპერაცია თბილისში, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა.
ამ წუთებში, ახალგაზრდას მუცლის ღრუდან მაკრატელს რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში უღებენ.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 22 წლის გოგოს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა. მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა დღეს, “ნიუ ჰოსპიტალში” ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა.
“ინფო რუსთავი” კომენტარისთვის მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის ქალს ოპერაცია ნამდვილად უტარდება, თუმცა ჯერ-ჯერობით დამატებითი დეტალები მათი მხრიდან არ გაჟღერებულა.
წყარო: “ინფორუსთავი”
0
0