08/11/2024
14:54
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 796 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 110 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.1 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 770 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 198, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 18 შემთხვევა.
2024 წლის სექტემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 247 შემთხვევა; მუქარა – 241 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 190 შემთხვევა; ძალადობა – 165 შემთხვევა; გაუპატიურება – 11 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 7 შემთხვევა; თაღლითობა – 57 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 291 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 100 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 114 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ხუთი შემთხვევა, ასევე, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024