31/10/2024
12:12
ეკონომიკა
2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.
„2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0