07/10/2024
10:54
საზოგადოება
2023 წელს, საქართველოში, ქალებმა სარძევე ჯირკვალზე 408 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარეს, ასევე, ჩატარდა 1720 ცხვირის პლასტიკური ოპერაცია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
უფრო კონკრეტულად, რინოპლასტიკა 1452-მა ქალმა და 268 კაცმა გაიკეთა. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: 0-4 ასაკობრივი კატეგორია - 2 ბიჭი და 1 გოგო. 10-14 ასაკობრივი კატეგორია - 1 გოგო; 15-19 ასაკობრივი კატეგორია 35 კაცი და 197 ქალი; 20-24 ასაკობრივი კატეგორია 57 კაცი და 347 ქალი; 25-29 ასაკობრივი კატეგორია 66 კაცი-281 ქალი; 30-34 ასაკობრივი კატეგორია 41 კაცი-259 ქალი; 35-39 ასაკობრივი კატეგორია 44 კაცი - 201 ქალი; 40-44 ასაკობრივი კატეგორია 13 კაცი - 107 ქალი; 45-49 ასაკობრივი კატეგორია 7 კაცი - 30 ქალი; 50-54 ასაკობრივი კატეგორია 3 კაცი - 13 ქალი; 55-59 ასაკობრივი კატეგორია 7 ქალი; 60-64 ასაკობრივი კატეგორია 5 ქალი; 65-69 ასაკობრივი კატეგორია 2 ქალი; 70-74 ასაკობრივი კატეგორია 1 ქალი.
დოკუმენტის მიხედვით, სარძევე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციებიდან 15-19 ასაკობრივ კატეგორიაში 8 ოპერაცია ჩატარდა; 20-24 ასაკობრივ კატეგორიაში -32; 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში - 88; 30-34 ასაკობრივ კატეგორიაში - 113; 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში - 79; 40-44 ასაკობრივ კატეგორიაში - 48; 45-49 ასაკობრივ კატეგორიაში - 24; 50-54 ასაკობრივ კატეგორიაში -11; 55-59 ასაკობრივ კატეგორიაში -4; 60-64 ასაკობრივ კატეგორიაში -1.
რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს ნიკაპის ან ლოყის არეში, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გასულ წელს ნიკაპის ან ლოყის არეში 18 ოპერაცია ჩატარდა.
0
0