13/09/2022
15:04
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული სააგენტო 2022 წლის იანვარ-აგვისტოს რეზიდენტობის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობათა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 742 247 საერთაშორისო ვიზიტი (ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტების ჯამი) განხორციელდა, რაც 344 349-ით ნაკლებია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე (1 086 596).
2022 წლის აგვისტოში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ჰყავდა, 2019 წლის აგვისტოში კი აზერბაიჯანიდან,
2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოს 213 261 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 5362-ით მეტია 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (207 899).
2022 წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოს 16 623 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 209 510-ით ნაკლებია 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (226 133).
2022 წლის აგვისტოში 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ვიზიტორების რიცხოვნობა გაიზარდა (100 და მეტი კაცით) შემდეგი ქვეყნებიდან:
საუდის არაბეთიდან – 20 343-ით (21 570-დან 41 913-მდე)
ბელარუსიდან – 12 642 კაცით (13 844-დან 26 486-მდე)
რუსეთიდან – 5 362-ით 9 207 899-დან 213 261-მდე)
ყაზახეთიდან – 3 402-ით (16 107-დან 19 509-მდე)
არაბთა გაერთიანებული სამიროებიდან – 1 261-ით (1 617-დან 2 878-მდე)
უზბეკეთიდან – 3 018-ით (1 805-დან 4 823-მდე)
სირიიდან – 1 236-ით (303-დან 1 539-მდე)
იორდანიიდან – 673-ით (3 779-დან 4 452-მდე)
იემენიდან – 537-ით (346-დან 883-მდე)
ტაილანდიდან – 441-ით (335-დან 776-მდე)
ყირგიზეთიდან – 380-ით (1 114-დან 1 494-მდე)
პალესტინიდან – 280-ით (116-დან 396-მდე)
ლატვიიდან – 279-ით (2 121-დან 2400-მდე)
სუდანიდან – 232-ით (229-დან 461-მდე)
ტაჯიკეთიდან – 224-ით (379-დან 603-მდე)
შრი-ლანკიდან – 202-ით (164-დან 366-მდე)
პაკისტანიდან – 171-ით (1 041-დან 1 212-მდე)
მოლდოვიდან – 102-ით (689-დან 791-მდე)
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს 2 779 651 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2 418 880-ით ანუ 1,9-ჯერ ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (5 198 531).
2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ისევე როგორც 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ჰყავდა.
2022 წლის რვა თვეში რუსეთიდან საქართველოს 617 147 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 058 549) 441 402-ით ნაკლებია.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა აზერბაიჯანიდან – 927 046-ით.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რიცხოვნობა გაიზარდა (800 და მეტი კაცით) შემდეგი ქვეყნებიდან:
ბელარუსიდან – 43 190-ით (46 024-დან 89 214-მდე)
საუდის არაბეთიდან – 37 038-ით (62 350-დან 99 388-მდე)
ყაზახეთიდან – 21 655-ით (62 508-დან 84 163-მდე)
უზბეკეთიდან – 21 220-ით (11 474-დან 32 694-მდე)
ისრაელიდან – 7 230-ით (124 156-დან 131 386-მდე)
იორდანიიდან – 4 714-ით (11 216-დან 15 930-მდე)
სირიიდან – 3 277-ით (929-დან 4 206-მდე)
იემენიდან – 1 640-ით (1 167-დან 2 807-მდე)
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან – 1 631-ით (7 926-დან 9 557-მდე)
ტაილანდიდან – 1 584-ით (3 932-დან 5 516-მდე)
სუდანიდან – 1 112-ით (752-დან 1 864-მდე)
ყირგიზეთიდან – 1 070-ით (7 004-დან 8 074-მდე)
პალესტინიდან – 977-ით (413-დან 1 390-მდე)
0
0