30/03/2022
11:33
ეკონომიკა
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 1.2 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 979 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 263 ბავშვი.
„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 38.0 პროცენტიდან 37.4 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6 პროცენტი, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8 პროცენტიდან 26.4 პროცენტამდე გაიზარდა. 2021 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2 პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა.
კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში. მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა. 2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 17 922 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 874 კაცი.
2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და -13 960 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
„პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს. გასულ წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, – აცხადებენ საქსტატში.
0
0