20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც თეა წულუკიანმა ორ კვირაში გააკეთა - მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს - ავთო ვარსიმაშვილი
28/01/2022
11:47
პოლიტიკა
A-
+A
ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ყველა ხელისუფლებას ჩემს ფილმებში და სპექტაკლებში ვაკრიტიკებდი, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც ქალბატონმა თეამ ორ კვირაში გააკეთა, მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს, გაიგოს და მაშინვე გააკეთოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას განაცხადა.
„ცოტა ფული კი არ გვაქვს, მაგრამ არასწორად ნაწილდება. ეს ფული რომ ნაწილდებოდეს რეზულტატების მიხედვით, საითკენაც ახლა ქალბატონი თეა წულუკიანი მიისწრაფვის, მაშინ სურათი სხვანაირად დადგებოდა. ჩვენს დარბაზში [თავისუფალი თეატრი]არის 180 ადგილი. ჩვენ წინა წლების მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენ გაყიდული ბილეთებით და დასწრებით გავასწარით ძალიან მაღალი რანგის და ძალიან დიდი დაფინანსების მქონე თეატრებს. კითხვა ხომ ჩნდება ლოგიკურად - ჩვენ ხომ იმავეს ვაკეთებთ, ერთი თეთრი მაინც ხომ გვეკუთვნის?! ქალბატონი თეა აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელიც ამით დაინტერესდა და გაგვიკეთა ის, რაც არ გაკეთებულა 21 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ავთო ვარსიმაშვილმა.
0
0
592
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%