15/07/2023
00:57
სპორტი
სამხრეთ აფრიკაში დასრულდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია 50:14 დაამარცხა.
ფრანგმა მორგაბეებმა ამ შეხვედრაში ირლანდიელებს შვიდი ლელო დაუდეს, ირლანდიელებმა კი მხოლოდ ორჯერ მოახერხეს მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება.
გაიმართა დასკვნითი შეხვედრები სხვადასხვა ადგილებისთვის:
მატჩი მე-3 ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა – ინგლისი 22:15
მატჩი მე-5 ადგილისთვის
უელსი – ავსტრალია 33:57
მატჩი მე-7 ადგილისთვის
საქართველო-ახალი ზელანდია 26:50
მატჩი მე-9 ადგილისთვის
ფიჯი-არგენტინა 22:43
მატჩი მე-11 ადგილისთვის
იტალია-იაპონია 45:27
20-წელამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასზე ადგილები საბოლოოდ ასე განაწილდა:
1. საფრანგეთი
2. ირლანდია
3. სამხრეთ აფრიკა
4. ინგლისი
5. ავსტრალია
6. უელსი
7. ახალი ზელანდია
8. საქართველო
9. არგენტინა
10. ფიჯი
11. იტალია
12. იაპონია
ცნობისთვის, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” მერვე ადგილი დაიკავეს, რაც ისტორიული შედეგია.
0
0