13/11/2024
23:28
პოლიტიკა
20:00 საათზე გამოვიდნენ, იზეიმეს, ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული და უცბად გაირკვა, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არჩევნები წააგეს, დაიწყეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
„რამ გამოიწვია ამ ადამიანების ასეთი გაღიზიანება - არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ვიხილეთ ეუთო/ოდირის შუალედური შეფასება, არჩევნების დღეს უცხოელი დამკვირვებლების საოცარი შეფასებები. 2012 წლიდან არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, უშუალოდ ჩართული ვარ შტაბურ მუშაობაში, ყველა არჩევნების დროს მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და მე ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო 2012 წლიდან მოყოლებული არ მახსოვს. არჩევნების დღეს ყველა საუბრობდა, რომ არჩევნები ძალიან კარგად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით იმ ცალკეულ ექსცესებს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფები აორგანიზებდნენ. 20:00 საათზე გამოვიდნენ, იზეიმეს, ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული და უცბად გაირკვა, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, აჯერებდნენ რომ არჩევნებს იგებდნენ, რაც შეუძლებელი იყო. რაიონი, სოფელი არ დაგვიტოვებია, სადაც ამომრჩეველთან არ მივსულვართ. საერთოდ არ ჩანდნენ ველზე და ის შეგრძნებები რაც მოდიოდა, მეტყველებდა იმაზე რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებდა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ პირწმინდად წააგეს, დაიწყევს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რაც არჩევნების პროცესშიც იყო. წარმოუდგენელი ჩარევა, ზეწოლა ხდებოდა, არ დარჩენილა არცერთი მაღალი თანამდებობის პირი, ბაიდენიდან დაწყებული, ვისაც განცხადება არ გაუკეთებია საქართველოსთან მიმართებით და რომელიც გაჯერებული იყო სიცრუით; მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ცილისწამება, დაშანტაჟება და მოწოდებები იყო, რომ სანქციებს მიუერთდითო და იმაზე არავის საუბრობს, ამ სანქციებით ვის დავაზარალებთ - ისევს საკუთარ ქვეყანას. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, გვეუბნებიან, რომ საკუთარი ხელით ჰარაკირი გავაკეთოთ, დავაზიანოთ ხალხი, ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024