23/06/2024
23:03
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხიანში წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერს შსს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0