07/08/2024
09:15
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები გრძელდება. დღეს ბერძნულ-რომაული სტილით 2 მოჭიდავე იასპარეზებს. დღესვე ასპარეზობაში ჩაერთვება ძალოსანი შოთა მიშველიძე.
ნახეთ განრიგი:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. რამაზ ზოიძე
13:30 – 67 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ლაშა გობაძე
13:30 – 87 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.
ძალოსნობა. შოთა მიშველიძე
17:00 – 61 კგ.
🤼67კგ წონითი კატეგორიის 1/8ფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
🤼87კგ წონითი კატეგორიაში ლაშა გობაძე 1/8ფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაეჭიდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე ბულარელ სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის გამარჯვებული იქნება.
🚫სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა 97კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი. ქართველმა მოჭიდავემ 1/8ფინალი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან დათმო და არც ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა.
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს. ერთი ბრინჯაო კი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა.
0
0