10 შტერი ერთად რომ დააბა, ასეთ უგუნურებას ვერ მოიფიქრებდა… ვიღაცამ დაგვწყევლა – გოგი წულაია
09/11/2021
10:16
სხვადასხვა
A-
+A
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია “ნიუპოსტთან” ამბობს:
“ამას შეფასება არ სჭირდება, ამნაირ უგუნურებას ვერ შეაფასებ, მე შემიძლია თამამად გითხრათ, 10 შტერი ერთად რომ დააბა, ასეთ უგუნურებას ვერ მოიფიქრებდა, რასაც ვერტალიოტით ჩუმად, გასაიდუმლოებულად პატიმრის გადაყვანა გლდანის ციხეში…
მე პირადად 3 თვე ვარ გლდანის ციხეში ნამყოფი და დარწმუნებით ვთქვა, რომ იქ არ არის იმის საშუალება, რომ ავადმყოფი გადაარჩინონ სასწრაფოდ. დანაშაულია, როცა ადამიანის სიცოცხლეს რისკავ და ამ გარისკვით ისეთი პროცესები გამოიწვიოს ქვეყანაში, რომელიც იქნება უმართავი და სად მივა ღმერთმა იცის. ატარო ბეწვის ხიდზე, ამ ადამიანის სიცოცხლით ქვეყანა. ვიღაცამ დაგვწყევლა ასეთი მთავრობა რომ მოგვცა”.
0
0
563
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%