1 კვადრატულის ფასი 6 ათას ლარს აღწევს - სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი?
24/04/2024
20:46
ეკონომიკა
A-
+A
2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ბინებზე ფასი 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით არის გაზრდილი.
2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვ.მ.-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:
- მთაწმინდა - 5 578 ლარი;
- ვაკე - 4 866 ლარი;
- საბურთალო - 3 837 ლარი;
- კრწანისი - 3 585 ლარი;
- ჩუღურეთი - 3 473 ლარი;
- დიდუბე - 3 446 ლარი;
- ნაძალადევი - 3 383 ლარი;
- ისანი - 3 338 ლარი;
- გლდანი - 3 200 ლარი;
- სამგორი - 3 041 ლარი.
0
0
281
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%