1-ელი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ
05/01/2022
18:10
საზოგადოება
A-
+A
1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 1-ელი თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.
„როდესაც ბარათები [სამგზავრო აბონემენტები] გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო.
0
0
307
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%