26/10/2024
17:19
არჩევნები 2024
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 06:45-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი პროცედურების შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები.
„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, სულ 10:00 საათის მდგომარეობით დაიწერა 4 საჩივარი, რომელთაგანაც ყველას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან.
„დაფიქსირდა უბნის არასათანადოდ მოწყობა - 3 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე (ელექტრონული) ადგილი ჰქონდა ინვენტარის (მაგიდების) არასათანადო განლაგებას, რის გამოც რეგისტრატორებზე სრულფასოვნად დაკვირვება ვერ ხერხდებოდა. ასპინძის #39 ოლქის #1 უბანზე (ელექტრონული) ინვენტარის (მაგიდების) არასათანადო განლაგებას, რის გამოც რეგისტრატორებზე სრულფასოვნად დაკვირვება ვერ ხერხდებოდა. გარდაბნის #21 ოლქის #3 უბანზე (ელექტრონული) ინვენტარის (მაგიდების) არასათანადო განლაგებას, რის გამოც რეგისტრატორებზე სრულფასოვნად დაკვირვება ვერ ხერხდებოდა.
ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის არ შემოწმება 1 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე (ელექტრონული) ნაკადის მომწესრიგებელი არ ამოწმებდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობას.
დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა 2 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე (ელექტრონული) უბნის თავმჯდომარემ დამკვირვებელს მიუთითა კონკრეტულ ადგილზე დგომისაკენ. ოლქის დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. მარნეულის #22 ოლქის #71 უბანზე (ტრადიციული) დამკვირვებლებს არ მისცეს დარღვევების დაფიქსირების საშუალება.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება 1 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე (ელექტრონული) კომისიის წევრები საცდელ ბიულეტენს არ აფერადებინებდნენ ამომრჩევლებს. დარეგისტრირდა საჩივარი, რასაც მოთხოვნის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
აგიტაცია 1 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე (ელექტრონული) ადგილი ჰქონდა კომისიის წევრის მიერ აგიტაციას. დამკვირვებლის მითითებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა 3 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #71 უბანზე (ტრადიციული) ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენი აჩვენა კომისიის წევრს. მარნეულის #22 ოლქის #40 უბანზე (ელექტრონული) კომისიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა დაინახონ გაფერადებული ბიულეტენები. ახალციხის #37 ოლქის #2 უბანზე (ელექტრონული) თავმჯდომარე თავად ართმევდა ბიულეტენებს და ათავსებდა აპარატში.
საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა 1 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის # 22 ოლქის # 71 უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა გადასცა ორი საარჩევნო ბიულეტენი, რომელთაგანაც ერთი ამომრჩეველმა განათავსა საარჩევნო ყუთში, ხოლო მეორე უბნიდან გაიტანა.
სულ 10:00 საათის მდგომარეობით დაიწერა 4 საჩივარი, რომელთაგანაც ყველას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე დაკვირვებას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).
არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევს „მრავალეროვანი საქართველო“ საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ოფისი. ინციდენტების ცენტრი მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი სამონიტორინგო ხასიათის ინფორმაცია მედია ოფისის მეშვეობით პერიოდულად (10:00, 15:00, 21:00) მიეწოდება საზოგადოებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლითაც ხდება შეფასდება საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესის. გარდა აღნიშნულისა, 27 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გაავრცელებს არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას.
საკოორდინაციო ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
„მრავალეროვანი საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამა მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ესტონეთის საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024