05/10/2021
15:03
მსოფლიო
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
მსოფლიოში ბუნებრივ გაზზე ფასის რეკორდულმა ზრდამ შეიძლება რიგ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ევროპაში, თბოელექტროსადგურებისაკენ უკანდაბრუნება გამოიწვიოს - ქვანახშირისა და ნავთობის გამოყენებისაკენ, რაც ამ ენერგორესურსებზეც ღირებულების მატებას გამოიწვევს. მაგრამ ევროპისათვის ასეთი ვარიანტი საკმაოდ პრობლემატურად ითვლება, „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ გასულ წლებში ქვანახშირზე, ნავთობზე და ნაწილობრივ, გაზზე (ანუ ეკოლოგიურად ჭუჭყიან საწვავზე) მომუშავე თბოელექტროსადგურები შეაჩერა იმ იმედით, რომ ქარისა და მზის ენერგიისაგან მიღებული ელექტროენერგია მათ ჩაანაცვლებდა. ასევე გაჩერდა ატომური ელექტროსადგურებიც (გერმანიაში), მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზაფხული ქარიან-მზიანი არ გამოდგა და ევროპამ მზერა ისევ საწვავს მიაპყრო.
ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაუდევრად ეკიდებიან ევროპელი ჩინოვნიკები ფიზიკის ბუნებრივ კანონებს: მაღალი სიმკვრივის ენერგოწყაროების (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი) შეცვლა დაბალი სიმკვრივის ენერგოწყაროებით (ქარი, მზე) ყოველთვის არ ამართლებს. ჰოდა, ისინი მკაცრი რეალობის წინაშე დადგნენ.
ქვანახშირისა და გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა, რუსეთი კი, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის, თავისი კუთვნილი გაზსაცავების შევსებას არ ჩქარობს. გარდა ამისა, მოსკოვმა გაზის ექსპორტის მოცულობაც შეამცირა, შიდა ბაზრის პრიორიტეტული უზრუნველყოფის მიზნით.
გარდა ამისა, როგორც საკონსულტაციო ჯგუფი Wood Mackenzie-ს სპეციალისტები აცხადებენ, ამჟამად ევროკავშირისათვის მისაწოდებლად ქვანახშირის რეზერვი მხოლოდ რუსეთს აქვს: „თუ ევროპის ქვეყნების ყველა კომუნალური ობიექტი ქვანახშირზე გადავა, ეს ამ საწვავზე დიდ მოთხოვნას გამოიწვევს, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ რუსეთს თუ შეუძლია, თუმცა მოკლე დროში ეს ვერ განხორციელდება. ევროპა იძულებული იქნება ამერიკას მიმართოს დახმარების მიღების მიზნით, მაგრამ იქაც ანალოგიური სიტუაციაა“.
ევროპის ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება გლობალურად გადაიქცეს. მსოფლიო ენერგეტიკაში დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ევროპას ეკოლოგიურად სუფთა წყაროებზე გადასვლისათვის მინიმუმ 10 წელი მაინც დაჭირდება.
საბოლოო ჯამში, ჩვენი პლანეტის ენერგეტიკული მომავალი ისევ იმ კანონებს ემორჩილება, რომლებიც მუდმივად არსებობდნენ - ფიზიკის კანონებს, მოთხოვნას და მიწოდებას. ამჟამად ჩვენ იმის მწარე გაცნობიერებამდე მივედით, რომ ევროკავშირის წვეყნებისა და აშშ-ის მთავრობების მიერ მიღებულმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებებმა აღნიშნული კანონები დაარღვიეს.
შედეგი: ზამთარი მოდის და მასთან ერთად ახლოვდება პოტენციალური ენერგეტიკული კატასტროფაც.
0
0