17/01/2024
13:59
ეკონომიკა
წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 7 სანატორიუმია გასხვისებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, გასხვისებულია შემდეგი სანატორიუმები: „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“,“ცისკარი“, „სამგურალი“ და „უშიშროება“.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე ბოლოს, გასული წლის ნოემბერში, „უშიშროება“ გასხვისდა, ხოლო 2023 წლის 30 ოქტომბერს „სამგურალი“ გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, 2022 წელს მთავრობამ გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა. პირველ აუქციონზე მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. მეორე აუქციონზე დარჩენილი 12 სანატორიუმიდან სახელმწიფომ ვერცერთი გაასხვისა. 2023 წლის სექტემბერში კი, მესამე სანატორიუმი „წყალტუბო“ გაიყიდა. ის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა. დღეის მდგომარეობით გაყიდული სანატორიუმებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულია ყოფილი სასტუმრო „უშიშროება“, რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს.
0
0