16/02/2022
10:46
მსოფლიო
ასევე დიდი იქნება რუსეთისთვის სტრატეგიული ღირებულება. თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, მას საერთაშორისო დაგმობა მოჰყვება. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია უაზრო სიკვდილი და ნგრევა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლიდან რუსეთ-უკრაინის კრიზისზე სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკვე 150 000 ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ სამხედრო ძალების ნაწილი გაყვანილია, თუმცა ბაიდენმა თქვა, რომ ეს ფაქტი არ იყო გადამოწმებული.
„ჯერჯერობით დადგენილი არი არის, რომ რუსული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებს დაუბრუნდნენ,“ - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ის ეთანხმება რუსეთის მთავრობის წინადადებას დიპლომატიის გაგრძელების შესახებ. ბაიდენმა დასძინა, რომ აშშ მზადაა, "განაგრძოს მაღალი დონის დიპლომატია რუსეთთან წერილობითი ურთიერთობის მოლაპარაკების მიზნით."
"დიპლომატია ყველა მხარისთვის საუკეთესო გზაა. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში და ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და რჩება ახლაც. რუსეთთან დიპლომატიის სივრცე არის, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს კონფლიქტი ევროპაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს სანქციები დაუწესდება უკრაინაში ნებისმიერი შეჭრის საპასუხოდ, ამერიკის ეკონომიკამ შეიძლება ენერგორესურსების შეფერხება და ფასების მკვეთრი მატება განიცადოს.
„ამერიკელ ხალხს ესმის, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა არასდროს ხდება უსასყიდლოდ. მე არ ვიტყვი, რომ ეს უმტკივნეულო იქნება“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ადმინისტრაცია ენერგომწარმოებლებთან და მომმარაგებლებთან საგანგებო გეგმებზე მუშაობდა ენერგომიწოდების პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მისივე განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შემოთავაზებული რუსული ბუნებრივი აირის - Nord Stream 2-ის - ევროპაში მიწოდება "არ მოხდება".
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა: „თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ".
რუსეთს ღრმა კულტურული და ისტორიული კავშირები აქვს უკრაინასთან, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს გარანტიები, რომ ის არ შეუერთდება ნატოს სამხედრო ალიანსს, რადგან მის ნებისმიერ გაფართოებას რუსეთისთვის საფრთხედ თვლის. ნატომ ეს მოთხოვნა უარყო.
0
0