21/02/2022
10:48
სამხედრო
კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის ველზე, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები და სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ღონისძიების მონაწილეებმა მოლაშქრეებს 1921 წლის ბრძოლის ისტორია გააცნეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ისტორია გაიხსენეს.
მოლაშქრეებმა მეოთხე სანგარიც მოინახულეს, სადაც ოთხი წლის წინ სანგრიდან ამოღებული არტეფაქტების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა დაესწრნენ.
ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ.
ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს. ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024