„თბილავიამშენსა” და „დელტას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ
02/12/2021
12:51
სამხედრო
A-
+A
საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც „დელტას“ დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე „დელტასა" და „თბილავიამშენის“ საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ. დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს „დელტა სიეიეი“-ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.
0
0
470
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%