25/01/2023
23:07
მედიცინა
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კოვიდის დადასტურების შემდეგ, მისი მდგომარეობა დიდად “არ გაუარესებულა”.
მისივე თქმით, სააკაშვილის კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები და გონების დაკარგვის ეპიზოდები მანამდეც ჰქონდა.
„კოვიდის დადასტურება მაინცდამაინც არ გამკვირვებია, რადგან მანამდე იყო სასამართლო პროცესი, რომელზედაც უნდა დაკითხულიყო მედდა, რომელსაც კოვიდი აღმოაჩნდა და პროცესზე ვერ მოვიდა. კლინიკის თანამშრომლებიც დაინტერესდნენ, თუ როგორ დაინფიცირდა და ხდება ყველა ადამიანის შემოწმება, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება.
თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მისი მდგომარეობს გაუარესებას ვერ ვამჩნევ. კოვიდამდეც ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდები, ძალიან გახშირდა ასეთი მომენტები და ეს ძალიან საშიშია. გარდა ამისა, აქვს გულისრევა. მაღალი ტემპერატურა მანამდეც ჰქონდა და ზუსტად ისე გრძელდება, როგორც იყო“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, სააკაშვილს კორონავირუსი 24 იანვარს დაუდასტურდა.
0
0