06/01/2022
19:12
პოლიტიკა
„ვთვლი, რომ ყაზახეთში მოვლენები უფრო გართულდება. შემდეგ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რუსეთს ჯარი შეჰყავს „ოდეკებეს“ ფორმატით, იმიტომ რომ ამ ფორმატით შესვლას არ სჭირდება ფედერაციის საბჭოს დადგენილება. სხვა შემთხვევაში სჭირდება.
სომხეთში კიდევ რა შარშია გახვეული არ ვიცი. იმიტომ რომ ყაზახეთში ძალიან ბევრი სომეხია. ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, მათი გამოყრა მოხდება. საინტერესოა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პოზიცია. ვერ გეტყვით რუსეთი თავისი ჯარის შესვლით გაიძლიერებს პოზიციებს თუ პირიქით დაისუსტებს.
რაც ყაზახეთში ხდება მაგის უნდა გვშურდეს? თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს? ამას არ ვეთანხმები და არ არის ეს სწორი შედარება. თუ დროსა და სივრცეში ავიღებთ ყაზახეთი ახლა 90-იან წლებში შედის. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ნორვეგიელების ან ვიღაცის შეგვშურდეს, რა ყაზახების გვშურს. სისხლის ღვრა მიდის იმ ქვეყანაში“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024