11/02/2023
16:12
მედიცინა
„რატომ გააკეთა ეს განცხადება, რომ კლინიკა მკურნალობას ვერ უმკლავდება ვერ გეტყვით“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ სააგენტო pia.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა ქალბატონმა გიულიმ უნდა მიიღოს.
„სიენენის“ მიერ გავრცელებული კადრები არ მინახავს და შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დღეს ქალბატონ გიულისთან მქონდა საუბარი, მაგრამ ეს ეხებოდა ძირითადად პაციენტის მდგომარეობას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, რომელშიც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალბატონმა გიულიმ. რატომ გააკეთა ეს განცხადება, რომ კლინიკა მკურნალობას ვერ უმკლავდება ვერ გეტყვით“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედი“ მესამე პრეზიდენტის დაავადებებს ვერ უმკლავდება. დღესვე CNN-მა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც “ვივამედშია” გადაღებული.
0
0