13/07/2023
13:44
სპორტი
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მიაღწია ყველაფერს და ასაკის გათვალისწინებით, მალე დაასრულებს კარიერას ეროვნულ ნაკრებში.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როდის დავასრულებ ეროვნულ ნაკრებში. ვფიქრობ, ეს მოხდება იმ მომენტში, როდესაც ეს უნდა მოხდეს. ბოლო დროს ყველაფერს მივაღწიე, ამიტომ ახლა უბრალოდ ისღა დამრჩენია, ვისიამოვნო. ღმერთი მიკარნახებს, როცა წასვლის შესაფერისი დრო იქნება.
დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, ჩემი ასაკის გათვალისწინებით.
მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის დადგება შესაფერისი მომენტი. ყოველდღე ვმოძრაობ, ვტკბები იმ სილამაზით, რაც ჩემს გარშემოა. ჩვენ ნაკრებში რთული პერიოდის გავლა მოგვიწია, მაგრამ ახლა მოვახერხეთ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ამერიკის თასი. სიამოვნების დროა“, - წერს Goal.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესისთან ერთად ყატარში გამართული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ლიონელმა არგენტინის ნაკრებში 175 მატჩი ჩაატარა, 103 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა.
0
0