11/01/2022
11:05
COVID-19
მისი თქმით, „ფაიზერის“ არსებული ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტური „ომიკრონით“ ინფიცირების წინააღმდეგ.
„შესაძლებელია „ომიკრონი“ გახდეს ის მუტაცია, რომელმაც შეიძლება პანდემიის დასასრული განაპირობოს. კორონავირუსი გამოუცნობი ვირუსია და ნებისმიერი პროგნოზი შეიძლება კითხვის ქვეშ იყოს დაყენებული.
„ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა. მოზრდილებში 3-ჯერ უფრო ნაკლებად განაპირობებს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მიმართვას შედარებით დელტასგან, ბავშვებში ეს ციფრი კიდევ უფრო მეტია, 5-ჯერ უფრო ნაკლებ ბავშვს სჭირდება გადაუდებელ დეპარტამენტში წაყვანა ვიდრე დელტას შემთხვევაში. ბრონქებში და ზედა სასუნთქ გზებში „ომიკრონის“ ვირუსული დატვირთვა არის 70-ჯერ უფრო მეტი დელტასთან შედარებით და ფილტვებში 10-ჯერ უფრო ნაკლები დელტასთან შედარებით.
33%-ითაა ეფექტიანი „ფაიზერის“ ორი დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც იგივე „ფაიზერის“ ორი დოზა ჩინური ვარიანტის წინააღმდეგ 95%-ით იყო ეფექტიანი. შესაბამისად, ბუსტერის მოთხოვნა სწორედ აქედან გამომდინარეობს. „ფაიზერმა“ ჯერ კიდევ დეკემბრიდან განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას და სამი თვის შემდეგ მოახერხებდა ახალი ვაქცინის შექმნას, რომელიც იქნებოდა მიზანმიმართული „ომიკრონის“ წინააღმდეგ. „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში ერთ-ორ თვეში ნამდვილად არ შემოვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
0
0