„სასამართლო პროცესი არის დადგმული შოუ იმისთვის, რათა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია გადაიფაროს“ - მამუკა ხაზარაძე
11/01/2022
11:24
პოლიტიკა
A-
+A
ბიზნესმენმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ავთანდილ წერეთლის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე დღეს ბოლოს სასამართლო სხდომა გამართვის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული სასამართლო პროცესით საქმე არამხოლოდ ბრალდებულებს, არამედ მთელ ქვეყანას ეხება.
„როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა. დიდი მოტივაცია მომცა მე და ჩემს თანაგუნდელებს. ეს არის დადგმული შოუ იმისთვის, რათა გადაიფაროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია, სიღარიბე, გაჭირვება, ემიგრაცია. არ ეხება საქმე მხოლოდ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ, თქვენთან ერთად, დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0
295
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%