22/12/2022
08:09
სამართალი
„მიშა კიდევ, თუ გვისმენს, თუმცა, შეიძლება, რაღაც გვესროლოს, რომ გაბრაზდება... მან უნდა გაიგოს ერთი რამ - თუ ვინმეს მისი კარგად ყოფნა აწყობს, ეს არის მისი ოჯახი და ხელოსუფლება. მეტი არავის...“ - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„პირველ რიგში, არ აწყობთ მის თანაგუნდელებს. თანაგუნდელებში უკვე მარგველაშვილიც მოაზრება ანუ მართულ კამპანიაში ჩართულ პირებს. მიშამ უნდა გაიგოს, რომელიც კი არის პოლიტიკური ნულიკი, მაგრამ ალბათ რაღაც ადეკვატური ანალიზი შეუძლია კიდევ, რომ მისი ცუდად ყოფნა პირველ რიგში აწყობს სწორედ მართულ კამპანიაში ჩართულ მისივე თანაგუნდელებს, იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილით თამაშობენ, სააკაშვილის კარგად თუ ცუდად ყოფნით ისინი თამაშობენ, იმიტომ, რომ მეტი არაფერი აღარ დარჩათ...
სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და მით უმეტეს, პატიმარია. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, პირველ რიგში პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო. ისინი [ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები] ბედნიერი იქნებიან, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს რაღაც დაემართოს“, განაცხადა წულუკიანმა.
ვიცეპრემიერმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებაც. მისივე შეფასებით, როდესაც პატიმარი უარს ამბობს კვებასა და მკურნალობაზე, ეს თვითდაზიანების პროცესია.
„მერე მოატყუეს, თუ მოატყუა საკუთარი თავი. გეგმის ნაწილი ალბათ იყო მისი ქვეყანაში შემოპარება, ესეც ჩაფლავდა და ის დათრგუნულობა, რომელშიც ის სავარაუდოდ იმყოფება აბსოლუტურად გასაგებია“, განაცხადა წულუკიანმა.
ვიცეპრემიერის თქმით, სასჯელის გადავადება-არ გადავადება მოსამართლის ხელშია.
„ის კადრები რაც ვნახეთ, აქედან ჩანს ცალსახად, რომ ის არავითარი წამების მსხვერპლი არ არის და მხოლოდ მარგველაშვილისნაირი თუ იკადრებს იმის თქმას, რომ ეს თურმე წამებაა, რომ პატიმარი ოროთახიან პალატაში, სამოქალაქო კლინიკაში ცხოვრობდეს და თავს ევლებოდეს ყველა მას. რომ ასეულობით ვიზიტორი ჰყავს, რაც სხვა პატიმრების შემთხვევაში ასე ვერ არის და არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ პირობებში ითქვას, რომ ეს არის წამება, - აბსოლუტურად უნდა გაიწყვიტო სინდისი. თვითდაზიანებაა პროცესი, რასაც ის თავის თავის წინააღმდეგ ახორციელებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024