08/12/2022
08:25
მედიცინა
„ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტი სრულფასოვან საკვებს არ იღებს, რაც მისივე ვარაუდით, ეს შესაძლოა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს.
„რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. აღენიშნება მისი ჩივილებიდან გამომდინარე თავბრუს ხვევა, გულისრევის შეგრძნებები. პაციენტი ნაკლებად აქტიურია, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალებით და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა და ამას ჩვენ ვამბობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
0
0