„რესპუბლიკელებს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სრული კონტროლისგან ორი მანდატი აშორებს - Fox News
13/11/2024
11:37
მსოფლიო
A-
+A
„რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების შედეგად 216 მანდატს იღებს, თუმცა, სრული გამარჯვებისთვის მას 218 ადგილის მოპოვება სჭირდება. წინასწარ შედეგებს Fox News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, 5 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 207 წევრი გაჰყავს.
რაც შეეხება კონგრესის სენატში ჩატარებულ არჩევნებს, იქ „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ამისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 53 კანონმდებელი ეყოლებათ, დემოკრატებს კი - 47.
0
0
40
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%