25/04/2024
20:28
ეკონომიკა
„საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სისტემის მიერ ჩათვლილი იქნება როგორც მომატებული საფრთხის ქვეყანა, მაშინ ყველა გადარიცხვა გადამოწმდება გამადიდებელი შუშის ქვეშ, მათ შორის თითოეული ჩვენგანის“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
„საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სისტემის მიერ ჩათვლილი იქნება როგორც მომატებული საფრთხის ქვეყანა, მაშინ ყველა გადარიცხვა გადამოწმდება გამადიდებელი შუშის ქვეშ, მათ შორის თითოეული ჩვენგანის, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო მეწარმეების... ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველა გადარიცხვა და გადმორიცხვაზე, რაც ხორციელდება დამატებითი დოკუმენტები იქნება მოთხოვნილი, დასჭირდება დღეები თუ არა კვირები, ბევრი გადარიცხვა გაიჭედება, უკან დაგვიბრუნდება, გაიყინება და აშ. კეთროვანი გახდება ეს სისტემა, რომლისთვისაც ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრი იშრომა რომ აქამდე მოვსულიყავი. საბოლოო ჯამში, ევროპაში ინტეგრაციის პროცესისკენ კი არ მივდივართ, არამედ იზოლაციისკენ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, შევახსენებ ეროვნულ ბანკს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა მხოლოდ იმიტომ არ გვაქვს, რომ (მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი იმდაგვარი ორგანოა, სადაც სჭირდება პრეზიდენტის წარდგენა დანიშვნაზე), პრეზიდენტთან რომ ვერ შეთანხმდნენ, ადგნენ და ისე შეცვალეს კანონი, ქალბატონი თურნავა თვითონ დაენიშნათ და შესაბამისად, ქალბატონი თურნავაც ახლა იხდის ხარკს იმით, რომ აკეთებს ყველა იმ განცხადებას, რაც მოეწონება „ქარულ ოცნებას“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ოფშორებიდან საქართველოში ბიზნესის/ქონების გადმოტანის შემთხვევაში მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას გამოეხმაურა. სებ-ის განმარტებით, „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.
0
0