29/09/2021
13:35
არჩევნები 2021
შეხვედრას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე და საპატიო ხობელები ესწრებოდნენ, რომლებმაც მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება და პირველივე ტურში გამარჯვება უსურვეს.
მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ გააცნო სამომავლო გეგმები, მადლობა გადაუხადა მათ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩვენ მოვიარეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, ყველა უბანი, შევხვდით ჩვენს ხობელებს და უშუალოდ გავესაუბრეთ მათ. მოსახლეობა მოწადინებულია უკეთესი ცხოვრებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ხობისთვის და მე მჯერა, რომ ჩვენ, ერთ გუნდად შეკრულნი, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც შეგვხვდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვინც გვისმენდა, მათაც ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა მაინც გვგულშემატკივრობს და ჩვენი იმედი აქვს - ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და ნდობას.
ყველას გელოდებით არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად ავირჩევთ ხობის უკეთეს მომავალს და გამარჯვებას ვიზეიმებთ" - დავით ბუკია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024