24/10/2024
19:52
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ირაკლი ქადაგიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, კომპანია „ბადაგონს“ ესტუმრა და ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი განვითარების გზაზე ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშროლობის მნიშვნელობაზე.
„2 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური წინასაარჩევნო შეხვედრები მქონდა რეგიონში. არ დარჩენილა სოფელი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი, სადაც მე არ მივსულიყავი და არ მქონოდა შეხვედრა ამომრჩეველთან. „ბადაგონი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ წარმატებული კომპანიისა, რომლის კიდევ უფრო დიდ წინსვლას განაპირობებს თანამოაზრეობა, თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, ეკლესიასთან. ასე რომ, სწორედ, “ბადაგონია” ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ მშვიდობას, ურთიერთანამშრომლობას და სწორ სახელმწიფო პოლიტიკას, სწორ ხედვას ბიზნესისას, რა დადებითი შედეგები შეიძლება მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე ბიზნესს და რა თქმა უნდა, თავად იმ ადამიანებს, ვინც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები,“ - განაცხადა ქადაგიშვილი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, მშვიდობიანი განვითარების გზაზე შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა.
შეხვედრას კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია დაესწრო.
0
0