„ომიკრონის“ ახალი ტალღა, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში იქნება - გიორგი ფხაკაძე
22/01/2022
20:50
საზოგადოება
A-
+A
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, „ომიკრონის“ მეორე ტალღა ევროპასა და საქართველოში ივნის-ივლისში მოსალოდნელი.
„კარგი ამბავი არის ის, რომ ჯერჯერობით, ვინც ინფიცირდა „ომიკრონით“, იმათში რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ. ჯერჯერობით მხოლოდ სამი თვეა ცირკულირებს ეს შტამი. კოლეგები ვარაუდობენ, რომ გადატანის შემდეგ, მისგან დაცულობა იქნება 4-5 თვე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ „ომიკრონის“ მეორე ტალღა იქნება ალბათ ივნის-ივლისში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში.
ვნახოთ, როგორ იქნება, ახალი ვარიანტია და მისი მუტაცია არ ჩერდება. პრაქტიკულად, ვირუსების ომი მიმდინარეობს, თუ რომელი მოიპოვებს მონოპოლიას დედამიწაზე“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
0
0
440
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%